13:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 22:56:05, 874 ნახვა

სპეციალური ანონსი
28 იანვრის სპეციალური ანონსი

28 იანვარს, 11:00 საათზე, ტექნოპარკში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიხსნება.

28 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

28 იანვარს, 14:00 საათზე, ჟურნალისტიკისა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლა გაიხსნება. 
მის: ყვარელი, ილიას გორა, იუსტიციის სასწავლო ცენტრი 

28 თებერვალს 14:00 საათზე საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი ქ. რუსთავის ქალთა საერთო რეჟიმის №5 კოლონიას ესტუმრება და მსჯავრდებულებს მოინახულებს. იგეგმება პატიმარების, თეა სირაძისა და თამარ ტალიკაძის მონახულება. 

28 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში მოეწყობა სახელმძღვანელოს „განათება და ფერი არქიტექტურულ დიზაინში“ პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება. 
მის: წერეთლის #118, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონი

28 იანვარს, 16:00 საათზე, ”თიბისი გალერეაში” საქართველოს რაგბის კავშირი გამართავს წლის შემაჯამებელ ღონისძიებას, სადაც 2016 წლის საუკეთესო მორაგბეები დაჯილდოვდებიან.
მის: მარჯანიშვილის ქ. #7, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი, „თიბისი გალერეა“ (მე-4 სართული)

28 იანვარს, 18:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის/დეპარტამენტის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მიმართულების კურსდამთავრებულები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებიდან, სხვადასხვა უწყებიდან, უნივერსიტეტებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, მიწვეული სტუმრები.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics