12:36 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 14:09:59, 678 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ბიუჯეტი ახლიდან იქნება დასაბალანსებელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5 %- დან 2-% -დე ჩამოსვლასთან დაკავშირებით ბიუჯეტი ახლიდან დაბალანსდება.
მისივე თქმით, დაბალანსება მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებზე აისახება და ინფრასტრუქტურულ  პროექტებზე გავლენას არ იქონიებს.

„ეკონომიკური ზრდის პროგნოზის  5%- დან 2 %-მდე ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ბიუჯეტი ახლიდან იქნება დასაბალანსებელი. ეს დაბალანსება მხოლოდ და მხოლოდ  ადმინისტრაციულ ხარჯებზე აისახება, არ დაეტყობა  ეკონომიკას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული დახარჯული ლარი ეკონომიკაში ეფექტს იძლეოდეს“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე შეფასებით, „ქამრების შემოჭერის“ პირობებში პრემიები აღარ გაიცემა.
„მინდა ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, მთავრობის ხარჯების შემცირება ეკონომიკაზე ყველა შემთხვევაში დადებითად  აისახება.“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics