11:45 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-06 17:22:41, 2867 ნახვა

პოლიტიკა
ანიტა ჰიპერი - მოვითხოვთ, მზია ამაღლობელის და ყველა იმ პირის გათავისუფლებას, ვინც უსამართლოდ არის დაკავებული

ეს კანონი ზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ სივრცეს - ასე ეხმაურება ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებების დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც  „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“ სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. 

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ეს კანონი ზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ სივრცეს, აძლიერებს ფართომასშტაბიან კონტროლს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ საქმიანობაზე და ასევე მისი ბუნდოვანი ჩანაწერები ქმნის სერიოზულ სამართლებრივ გაურკვევლობას და რისკს, რომ მას თვითნებურად და შერჩევითად აღასრულებენ. ასევე მინდა ვთქვა მზია ამაღლობელის შესახებ. ჩვენ მკაცრად გავაპროტესტეთ მისი პატიმრობა. მისი გასამართლება ასევე ცხადყოფს, რომ თავისუფალ ხმაზე რეპრესიები გრძელდება.ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება დევნის ან შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებაზე, ასევე ძირს უთხრის დემოკრატიას, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და მოქმედებს საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოდ.
ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას, ისევე როგორც ყველა იმ პირის გათავისუფლებას, ვინც უსამართლოდ არის დაკავებული. ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. ამასობაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება

ევროსკოპის ინფორმაციით, ასევე უნდა ველოდოთ კაოა კალასისა და მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას რეპრესიულ კანონებში შეტანილ რეპრესიულ ცვლილებებზე…





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics