17:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-03 21:35:38, 500 ნახვა

სამართალი
71 წლის აზა ჩილაჩავას 1-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

71 წლის აზა ჩილაჩავას აქციაზე "გზის გადაკეტვის" და "სახის დაფარვის" გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში 1-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

სასამართლო პროცესზე ჩილაჩავამ განაცხადა, რომ ერთი ადამიანიც რომ დარჩეს აქციაზე, ის კვლავ რუსთაველის გამზირზე იქნება, რადგან "მე რუსეთი არ მინდა და იმიტომ გავდივარ".

"მე ჩემი პროტესტი მაქვს. სასჯელს რომ მოვიხდი, პირველი გავალ რუსთაველზე. არ გავჩერდები, მე ბოლომდე ვიბრძოლებ. შემდეგზე სისხლის სამართალი იქნება, მაგრამ მაინც გავალ. პროტესტი გამაჩნია, რადგან რუსეთმა გენოციდი მოგვიწყო. ერთი ადამიანიც რომ დარჩეს აქციაზე, მე იქ ვიქნები. მე რუსეთი არ მინდა და იმიტომ გავდივარ". - თქვა ჩილაჩავამ.

ცნობისთვის, გაგრიდან დევნილი, აზა ჩილაჩავა მეორედ 2 ნოემებრს აქციაზე, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ "გზის გადაკეტვის და სახის დაფარვის" გამო დაააკავეს. ადვოკატის ცნობით, ჩილაჩავამ იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics