|
2025-05-25 13:55:35, 1550 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების 1000-1000-ზე გაცვლის მესამე ეტაპი შედგა
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების 1000 1000-ზე გაცვლის ფორმატის მესამე ეტაპი შედგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ტყვეობიდან კიდევ 303 უკრაინელი დაბრუნდა. „უკრაინასა და რუსეთს შორის 1000 1000-ზე ფორმატით ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპი გაიმართა, რაზეც მხარეები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ეს უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში ტყვეების გაცვლის საბოლოო ეტაპი იყო და შედეგად, სახლში 1 000 უკრაინელი დაბრუნდა. შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლის პირველი ეტაპი პარასკევს შედგა. მხარეებმა 390 ადამიანი გაცვალეს, მათ შორის 270 სამხედრო მოსამსახურე და 120 სამოქალაქო პირი. გაცვლის მეორე ეტაპი კი გუშინ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც უკრაინამ ტყვეობიდან 307 ადამიანი დააბრუნა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)