22:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 11:30:35, 523 ნახვა

საზოგადოება
13 ქართველი დეპუტატი ფეხბურთის სათამაშოდ თურქეთში გაემგზავრა

13 ქართველი დეპუტატი ფეხბურთის სათამაშოდ თურქეთში გაემგზავრა.  ისინი მინი-ჩენპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ერთმანეთს უნგრეთის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან. გუნდში 8 მოთამაშეა. მათ შორისაა ორი "თავისუფალი დემოკრატების" წევრი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი,  მინი-ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

"ქართულ ფეხმურთს გადაარჩენს პარლამენტი. ეს არის ჩვენი გზავნილი ყველასი. 13 პარლამენტარი მივემგზავრებით იმისათვის, რომ დავიცვათ საქართველოს ღირსება. გუნდის კაპიტანი ალბათ იქნება ან ბატონი თემურ ჩხაიძე, ან დავით ლორთქიფანიძე",-განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა  ზაქარია ქუცნაშვილმა.

ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ვიქტორ დოლიძის თქმით, შესაძლებლობას გამოიყენებენ და უცხოელ კოლეგებს არაფორმალურ გარემოში შეხვდებიან.

"გარდა სპორტისა, იქნება ჩვენი ორმხრივი შეხვედრები და გვინდა ყველა საჭირბოროტო საკითხებზე, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით, გავმართავთ არაფორმალურ საუბრებს ჩვენს მეგობრებთან,"- აღნიშნა  ვიქტორ დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ტურნირში პირველად მონაწილეობს.ქართული დელეგაცია  თურქული მხარის მიწვევით გამეგზავრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics