13:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 10:25:52, 1612 ნახვა

სამხედრო
ბურჭულაძე - ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებაა

„გვაქვს ინიციატივა, დამატებით გავუზარდოთ ანაზღაურება ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„რა თქმა უნდა, ეს ზრდაც არ ეხება არანაირად მილიტარიზაციას. ეკონომიკის ზრდამ, პრემიერის ხელმძღვანელობით სწრაფად გადაწყვეტილების მიღებამ, თამამი გადაწყვეტილების მიღებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მეტი შემოსავალი მიეღო ქვეყანას და შესაბამისად გადანაწილებულიყო სხვადასხვა უწყებაზე. ჯამში, ჩვენ გვემატება 98 მილიონი ლარი. უწყებას აკლდება 18 მილიონი, ის რომელიც იქნა დაზოგილი კონკრეტულად შემთხვევაში. თუმცა, ცდილობენ, რომ ეს პოზიტივი ნეგატივად გადააკეთონ. ეს იქნება პროპორციულად გადანაწილებული ხარჯები,“ - აღნიშნა მინისტრმა. 

მისი განცხადებით, დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებს წელს უკვე ორჯერ მოემატათ ხელფასები: „უკვე შევასრულეთ დაპირება მინიმალურ დონეზე, 2-%დან 25% მდე გავუზარდეთ ანაზღაურება დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებს. დაგეგმილია, ასევე პრემიერის ინიციატივით, 10%-ით ზრდა იანვარში ყველა სამხედრო მოსამსახურეზე. ჩვენ კიდევ გვაქვს ინიციატივა, დამატებით გავუზარდოთ ანაზღაურება ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics