13:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 11:12:43, 579 ნახვა

სამართალი
„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა

თამარ მეფის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა.

აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, მამაკაცი შეიარაღებული იყო, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ბანკის ფილიალიდან თანხა წაღებული არ არის.

შეიარაღებული მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დროისთვის მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics