15:11 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 13:08:35, 12602 ნახვა

Lifestyle
დღეს რომ პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდეს, ხმას რომელ ცნობილ ადამიანს მისცემდით-გამოკითხვა აშშ-ში

The Daily Show და YouGov 2586 ამერიკელს ჰკითხეს, თუ რომელი ცნობილი ადამიანის ხილვა სურთ აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე. გამოკითხვა შტატების 5 დიდ ქალაქში ქაოტური პრინციპით ჩატარდა. 
მოქალაქეებს 2 ცნობად სახეს უჩვენებდნენ, რომლებიდანაც ერთ-ერთი უნდა ამოერჩიათ, შემდეგ მონაცემები საფეხურიანი გამორცვის მეთოდით მუშავდებოდა.
გაირკვა, რომ ამერიკელების უმრავლესობას 81% პრეზიდენტის პოსტზე მსახიობ მორგან ფრიმანის ხილვა სურთ. 
პირველ ხუთეულში აგრეთვე დენზელ ვაშინგტონი, ტომ ჰენქსი, სემუელ ლ.ჯექსონი და დუეინ ჯონსონი შედიან. შემდეგ პოზიციებს ბრიუს უილისი, ჰარისონ ფორდი, ტელეწამყვანი ჯუდიტ შეიდლინი, ლეონარდო დი კაპრიო და მეტ დეიმონი იკავებენ. 
ერთადერთმა ცნობილმა ადამიანმა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა სურს, კანიე უესტია. მომღერალმა გამოკითხულთა ხმების 30% მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მსახიობს, რომელიც პრეტენდენტების ნუსხაში იყო, აშშ-ის პრეზიდენტის როლი რამდენიმე კინოფილმში აქვთ მორგებული. მთავარსარდლის როლების რაოდენობით რეკორდსმენი , პირველ ადგილზე გასული მორგან ფრიმანია. მსახიობმა ქვეყნის პირველი სახის როლი სამჯერ შეასრულა ("უფსკრულთან შეჯახება", "ოლიმპის დაცემა", "ანგელოზის დაცემა"). სემუელ ლ.ჯექსონის ანგარიშზე პრეზიდენტის ერთი როლია კინოფილმ "დიდ თამაშში", ხოლო ჰარისონ ფორდმა "პირველი სახის" როლი ფილმ "პრეზიდენტის თვითმფრინავი"-ში შეასრულა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics