2020-08-19 17:54:47, 9942 ნახვა
სპორტი
თორნიკე შენგელია - სპორტი უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკისგან, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად პირიქით ხდება
„სპორტი უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკისგან, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად პირიქით“ , - ამის შესახებ Sport.ru-ს თორნიკე შენგელიამ განუცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კლუბში გადავიდა და აქვს იმედი, რომ თავს გამოიჩენს.
„მე ჩამოვედი ერთერთ ყველაზე ძლიერ გუნდში ЦСКА-ში სათამაშოდ. იმედი მაქვს, თავს გამოვიჩენ და ახალ შედეგებს მივაღწევ. ადამიანური კუთხით მინდა, ვაჩვენო, რომ პოლიტიკის მიუხედავად, უბრალო ადამიანები მზად არიან ერთმანეთთან ნორმალურად ურთიერთობისთვის.
სპორტი უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკისგან, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად პირიქით ხდება” , - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,