|
2016-06-27 13:42:01, 1055 ნახვა
კომენტარი სამხედრო
ხიდაშელი: 2017 წელს საკონტრაქტო სამსახურში სამი გაწვევის განხორციელება იგეგმება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად საკონტრაქტო სამსახურის აღდგენას მიიჩნევს. როგორც ხიდაშელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მის მინისტრობამდე, ორი წლის განმავლობაში ქართულ ჯარში საკონტრაქტო სამსახურში მიღება არ განხორციელბულა, ხოლო 2015 წლის ბოლოდან და 2016 წელს ახალმა გუნდმა 3 ასეთი გაწვევა გააკეთა. ხიდაშელის თქმით, 2017 წელს საკონტრაქტო სამსახურში კიდევ სამი გაწვევის განხორციელება იგეგმება. "ჩემი მინისტრობის პერიოდის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიმაჩნია საკონტრაქტო სამსახურის პრაქტიკულად აღდგენა. 2 წლის განმავლობაში ქართულ ჯარში საკონტრაქტო სამსახურში მიღება არ განხორციელებულა, ჩვენ 2015 წლის ბოლოდან და 2016 წელს უკვე სამი გაწვევა გავაკეთეთ. და დაახლოებით 1000 სამხედრო მოსამსახურემდე შეივსო საკონტრაქტო სასმახური. აქ საუბარია სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც თავისი ნებით მოდიან ჯარში და ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურებით ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას. 2 წლის განმავლობაში არ მომხდარა საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა და ჩვენ წელს სამი ასეთი გაწვევის განხორციელება მოვახერხეთ. დაგეგმილი გვაქვს 2017 წელს ანალოგიურად სამი გაწვევის განხორციელება. იმიტომ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძლებს სჭირდება შევსება ახალი კადრებით, ჭირდება ახალგაზრდობა და მოთოხვნა არის ძალიან დიდი. დაახლოებით 10-ჯერ მეტ განცხადებას ვიღებთ, ვიდრე შეგვიძლია, დავაკმაყოფილოთ. ეს ძალიან ბევრ რამზე მეტყველებს, მათ შორის ჯარის პოპულარობაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ ჭირდება შეიარაღებულ ძალებს",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)