14:21 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-13 14:16:45, 1022 ნახვა

ომი უკრაინაში
სუმი: 21 დაღუპილი, მათ შორის 7 ბავშვი - დაშავებულთა რაოდენობა კი 84-მდე აღწევს

დილას რუსეთმა ქალაქ სუმის ცენტრზე რაკეტებით იერიში მიიტანა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 21 პირი, მათ შორის 7 ბავშვი. დაშავებულთა რაოდენობა კი 84-მდე აღწევს.

ქალაქი მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, არტემ კობზარის თქმით, იერიშის შედეგად "ბევრი დაღუპულია".

სუმის ოლქის სახმედრო ადმინისტრაციის განცხადებით ქალაქის ცენტრში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურები.

მტრის სარაკეტო თავდასხმა იმ დღეს მოხდა, როდესაც ხალხი ეკლესიაში მიდის ბზობას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე, მხოლოდ არამზადას შეეძლო ამის გაკეთება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

„ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლის წართმევა. ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს. ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა საჭირო სამსახური მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ომს აჭიანურებს და საჭიროა მასზე ზეწოლა იმისთვის, რომ აგრესია შეჩერდეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics