19:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 17:23:24, 512 ნახვა

პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: ამერიკული მხარის მიერ შსს-სა პროკურატურის რეფორმების პროცესში ექსპერტების ჩართვის სურვილი გამოითქვა

"ამერიკული მხარის  მიერ ჩვენ მივიღეთ მკაფიო ხაზგასმა პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის გაფართოებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით",-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამერიკული მხარის მიერ შსს-სა და პროკურატურის  რეფორმების პროცესში  ექსპერტების ჩართვის სურვილი გამოითქვა.
„ამერიკის მხრიდან ჩვენ მივიღეთ მკაფიო ხაზგასმა პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის გაფართოებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით.  ასევე სრულფასოვნად ამოქმედდება ყველა ის საკითხი, რომელიც მკაფიოდ არის გაწერილი აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში. იყო დეტალური საუბარი იმ რეფორმებზე, რომელიც შსს–ში და პროკურატურაში მიმდინარეობს და ამერიკული მხარის მიერ გამოითქვა პროცესებში ექსპერტების ჩართვის სურვილი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics