|
2015-02-13 14:20:10, 393 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: ერთმანეთს საჯაროდ, კამერებით არ უნდა ვესაუბროთ
ჩვენ ერთმანეთს კამერებითა და საჯაროდ არ უნდა ვესაუბროთ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დავით საგანელიძის მიმართ უმრავლესობის წევრების პრეტენზიებს. "ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ვესაუბროთ კამერებით და საჯაროდ.ამისთვის შეგვიძლია ყოველდღიურ რეჟიმში დავსხდეთ და ვიმსჯელოთ. ბევრი საკითხია, რომელზეც გუნდის შიგნით გვექნება საუბარი. ყველა ერთ აზრზე არ იქნება, მაგრამ ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ სხვადასხვა ფორმატში შეხვედრების დროს",-განაცხადა ეკა ბესელიამ. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ კი განაცხადა, რომ უმრავლესობასთან მეტი ურთიერთობა და კომუნიკაცია იყო საჭირო. "მეტი ურთიერთობა და კომუნიკაცია იყო საჭირო. ალბათ იმან განაპირობა, რომ გარკვეული პერიოდები დეპუტატები აქ არ იყვნენ. სხდომაც ისე ჩატარდა, რომ მე საქართველოში არ ვიყავი",-განაცხადა გია ვოლსკიმ. სამ საათზე კოალიციის ცენტრალურ ოფისში სხდომაა დანიშნული. სხდომაზე ამ თემასაც განიხილავენ. ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის 19-მა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა. ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ხდება. ამასთან, მათივე მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა. " უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ",-ნათქვამია განცხადებაში.
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)