2015-02-12 13:09:38, 819 ნახვა
სამართალი
შსს-ს გადაწყვეტილებით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულება გასაჯაროვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულება გასაჯაროვდა.
ამის შესახებ შსს-ს განცხებაშია აღნიშნული.
"ვინაიდან სამინისტროს პრიორიტეტია ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გაითვალისწინოსარასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების რეკომენდაცია სხვადასხვა დანაყოფების დებულებების გასაჯაროებაზე. დებულება უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში", - ნათქვამია შსს-ს განცხდებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან