2015-01-04 17:27:56, 752 ნახვა
სამართალი
პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების დაუდევრობაზე, პასუხისმგებლობა მკაცრდება
პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების დაუდევრობაზე, პასუხისმგებლობა მკაცრდება.
ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის.
აქამდე, მათ მიერ დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რასაც შედეგად გადაყვანისას, ან ექსტრადიციისას ბრალდებულის გაქცევა მოჰყვა, 2 წლიანი პატიმრობით ისჯებოდა.
იგივე სასჯელი იყო ისეთ ქმედებაზეც, რასაც დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია მოჰყვებოდა.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით კი, აღნიშნული ქმედებები 2–ის ნაცვლად, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან