12:16 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 14:34:55, 10315 ნახვა

High - Tech
IPhone X - მონაცემები, ცვლილებები და ფასი საქართველოში

12 სექტემბერს კალიფორნიაში, კომპანია Apple-ის სათაო ოფისში, სტივ ჯობსის სახელობის დარბაზში კომპანიის ყოველწლიური და ყველაზე საინტერესო პრეზენტაცია შედგა.

Apple-ი ჩვენს წინაშე 4 სიახლით: საათით, ახალი Apple TV-თ, IPhone 8, 8+  და ყველაზე მნიშვნელოვანი - IPhone X-ით წარსდგა. ყველა სიახლის შესახებ არ დავწრილმენდებით, რადგანაც ინფორმაცია ისედაც ბევრია და ყველაზე სასურველ სიახლეზე - IPhone X-ზე გადავალთ.

რას ნიშნავს X ? - X (იქსი) არ ნიშნავს მათემატიკურ ამოსახნობ სიმბოლოს. X - ძველი ბერძნული 10-იანია. საქმე იმაშია, რომ ზუსტად 10 წლის წინ კომპანიის სულისჩამდგმელმა სტივ ჯობსმა საზოგადოებას პირველი აიფონი წარუდგინა.

რა იცვლება ახალ აიფონში ძველთან შედარებით? - ციფრები ციფრებად დარჩება. მეგაბაიტების, პიქსელების, ჯოულების და მილიამპერების მუდმივ მატებას ვერავინ გადაურჩება, მაგრამ მოდით ყურადღება უფრო თვალსაჩინო სიახლეებზე გადავიტანოთ : შეიცვალა ეკრანის ფორმა, ზომა 5,8 ინჩი გახდა. ასევე, შეიცვალა მისი ტიპი - ის ახლა OLED ტიპისაა. აღსანიშნავია, რომ ამ ეკრანების მწარმოებელი კორეული კომპანია "სამსუნგია". აგრეთვე "აიფონის" ახალ დისპლეის "ეფლის" საფირმო True Tone ფუნქცია ექნება, რომელიც ფერთა ტემპერატურას იმ გარემოს შეუსაბამებს, რომელშიც ის იმყოფება.

ახალი სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 3 მეგებაიტს შეადგენს, ხოლო შიდა მეხსიერება 128/256 გბ-მდე გაიზარდა. "ეფლი" ტრადიციებს არ ღალატობს და მეხსიერების ბარათის ადგილს სმარტფონში კვლავინდებურად "ვერ ხედავს", რაც გაზრდილი შიდა მეხსიერების გათვალისწინებით არც ისეთი ტრაგიკული ფაქტია. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ ახალ აიფონებს (8, 8+ და X) უკაბელო დატენვის ფუნქცია ექნებათ.

Face ID, Touch ID-ს ნაცვლად.  Face ID კომპანიის 2017 წლის "სიამაყეა". კუპერტინოში ამ ფუნქციის რეალიზებაზე თანამშრომლების მთელი დეპარტამენტი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ახალი ფუნქციის მეშვეობით "აიფონი" საკუთარ მფლობელს "სახეზე იცნობს" და ბლოკს მხოლოდ ამის შემდეგ მოხსნის. ადვილია ვივარაუდოთ, რომ ღილაკს Home კომპანია წარსულში დატოვებს.

უმნიშვნელოვანესი სიახლეები და ტრანსფორმაციები კამერასაც შეეხო : ახლა ის ერთმნიშვნელოვნად ორლინზიანია. ორივე ლინზას 12-12 მეგაპიქსელი აქვს, შეიცვალა სენსორი, ის ახლა სურათებს ბევრად უფრო სწრაფად ამუშავებს. კამერას ახალი ფუნქცია "რეალურ დროში საპორტრეტო დამუშავება" შეემატა.

ფასი : IPhone X (128გბ) აშშ-ში 999$ ეღირება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში "ეფლის" ოფიციალური მაღაზია (Apple Store) ჯერჯერობით არ არსებობს, პროდუქტის ფასს შესაბამისი ლიცენზიის მქონე შემომტანი კომპანიები ადგენენ. შეგახსენებთ, რომ IPhone X კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონია. მისი დაახლოებითი ფასი ქართულ მაღაზიებში 4300-4500 ლარი იქნება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics