13:49 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-11 12:00:23, 630 ნახვა

სამართალი
პოლიციელთა უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროექტი მოამზადა

პოლიციელთა უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრძანების პროექტი მოამზადა.

შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, დოკუმენტში საუბარია, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი პოლიციელმა სხვადასხვა შემთხვევებში.

"რაც შეეხება პოლიციელებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას, ეს უფრო შეეხება პოლიციელთა უსაფთხოების ზომებს, კონკრეტულ შემთხვევაში და ისეთ შემთხვევებში, რაც მოხდა ვარკეთილში, თუ როგორ უნდა დაიცვას პოლიციელმა თავი. ჩვენ ბრძანების პროექტი გვაქვს მომზადებული, სადაც განისაზღვრა, რომ თითოეულ შემთხვევაში პოლიციელთა რაოდენობა იმ პირთა რაოდენობაზე მეტი უნდა იყოს, ვისი შემოწმებაც ან დაკავება ხდება, რათა ასეთი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ. ასევე უნდა განისაზღვროს მეკონტაქტე და დამცავი პოლიციელი. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს უფლებამოსილება, რომ მას თავდაცვითი ან პრევენციული ღონისძიებებისთვის ჰქონდეს იარაღზე აქტიური ხელის დადების უფლება და სწრაფი რეაგირების საშუალება", - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, არასწორია იმაზე საუბარი, თითქოს ქვეყანა "ნულოვანი ტოლერანტობის" პრაქტიკას უბრუნდება. 

იზორიამ პარლამენტში წარდგენილ "იარაღის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა.

"ამ პროექტის ფარგლებში ცვლილებები შეეხება "სისხლის სამართლის კოდექსსაც". დღეს მოქმედი კოდექსით, თუკი პირი ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ შეიძენს, გათვალისწინებულია ჯარიმა და თავისუფლების გარკვეული ვადით აღკვეთა. ასევე იარაღის უკანონო ტარებაზე გათვალისწინებულია ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5-წლამდე.  ჩვენ ჯარიმას ვაუქმებთ და ვაწესებთ თავისუფლების აღკვეთის სახით მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს", - განაცხადა ლევან იზორიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics