2020-02-29 15:07:14, 3329 ნახვა
სხვადასხვა
ირანელი დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა
ირანელი დეპუტატი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ამის შესახებ The Independent ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, დეპუტატი, რომელსაც ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, შაბათს დილით გარდაიცვალა.
ირანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი კორონავირუსისგან ისლამურ რესპუბლიკაში 43 ადამიანი დაიღუპა. ასევე, დადასტურებულია 593 კორონავირუსული შემთხვევა.
„სამწუხაროდ, ცხრა ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით ბოლო 24 საათში“, - განუცხადა კიანუშ ჯაჰანპურმა სახელმწიფო ტელევიზიას. „ახლა დაღუპულთა რიცხვი 43-ია“.
გუშინდელი დღიდან კორონავირუსით ინფიცირების 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელმაც ჯამში 593 შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,