10:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 18:10:36, 3437 ნახვა

სხვადასხვა
მსოფლიოს უხუცესი ადამიანი გარდაიცვალა

იაპონელი მამაკაცი, მსოფლიოს უხუცეს ადამიანად აღიარეს, იგი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩიტეცუ უატანაბე, იაპონიის ცენტრალური ქალაქის, ჯოეცუს მაცხოვრებელი იყო. იაპონური მედიის, „კიოდო ნიუსის“ თანახმად, იგი კვირას, 23 თებერვალს გარდაიცვალა.

უატანაბე ნიიგატაში, ჩრდილოეთ იაპონიაში, 1907 წლის 5 მარტს დაიბადა. 12 თებერვალს, მან გინესის მსოფლიო რეკორდსმენის ოფიციალური დამადასტურებელი საბუთი მიიღო, სადაც იგი მსოფლიოს უხუცეს ადმიანად მოიხსენიეს. უატანაბეს წინამორბედი, ასევე იაპონელი მასაზო მომაკა იყო, რომელიც ერთი თვის წინ, 113 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ერთ-ერთი უხუცესი ადამიანი, ასევე იაპონელი კანე ტანაკა გახლდათ.  117 წლის კანე, 2018 წლის იანვარში გარდაიცვალა.

უატანაბე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ომის დამთავრების შემდეგ, იგი სამშობლოში დაბრუნდა და სამოქალაქო მოხელედ მუშაობდა საპენსიო ასაკამდე. გარდაცვალებამდე უატანაბე მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა.

გინესის დაჯილდოების ცერემონიალზე მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო გაამხილა. მისი თქმით, იგი არასდროს ბრაზდებოდა და ხშირად იღიმოდა.

იაპონელ უხუცესს 5 შვილი, 12 შვილიშვილი, 16 შვილთაშვილი და ერთი შვილთაშვილის შვილი ჰყავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics