22:27 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 19:51:18, 712 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმის ნავსადგურში თურქეთის საზღვაო უნივერსიტეტის საწვრთნელი გემი შემოვიდა

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თურქეთის საზღვაო უნივერსიტეტის საწვრთნელი გემი „პირი რეისი“ შემოვიდა, რომელმაც ბათუმში 200–მდე სტუდენტი ჩამოიყვანა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, თურქი სტუდენტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და პროფესორ–მასწავლებლებთან ერთად პრაქტიკულ წვრთნებს გაივლიან.  

საწვრთნელი გემი ბათუმის ნავსადგურში ორი დღის განმავლობაში  გაჩერდება.

29 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სტუმრები გაეცნობიან ორი ქვეყნის უნივერსიტეტის ძირითად და დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურებს, დაათვალიერებენ აკადემიაში მოქმედ ლაბორატორიებს,  მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და შესაბამის სიმულატორებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ და თურქეთის საზღვაო უნივერსიტეტმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. მათ შორის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. ორი ქვეყნის საზღვაო უნივერსიტეტს შორის დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც სამომავლოდ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყოფს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი შესაბამისი სტრუქტურები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ქართველი მეზღვაურების განათლების შესაბამისობას აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ადგილობრივი სპეციალისტების პროფესიული იმიჯის ამაღლებასა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics