21:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 13:04:23, 3880 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას.

სწრაფი რეაგირების ქართულმა ქვედანაყოფმა ლოკალურ წერტილზე მოწინააღმდეგის ბლოკირება მოახდინა.

მე-12 ბატალიონის მეთაურის ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების დროული მისვლით და ბლოკირებით, მოწინააღმდეგემ თავისი მიზნის შესრულება ვერ განახორციელა.

 ამ ეტაპისთვის სამხედრო ბაზაზე მდგომარეობა სრულად კონტროლირებადია. ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან. ისინი კვლავ აგრძელებენ დაკისრებული ამოცანების შესრულებას. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა გუშინ განხორციელდა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე. მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა და ხუთივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი ავღანეთში მიმდინარე მისიის ფარგლებში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას ნოემბრიდან ასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics