2015-07-18 09:39:10, 747 ნახვა
ეკონომიკა
პარლამენტმა ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი დაამტკიცა
პარლამენტმა „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილელები დაამტკიცა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
შეგახსნებთ, რომ 2015 წლის ბიუჯეტი 160 მილიონი ლარით შემცირდა.
ბიუჯეტის კორექტირებულო ვარიანტი კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან