15:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 15:56:15, 635 ნახვა

ეკონომიკა
ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც მცირდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ადასტურებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მცირდება.

ამის შესახებ კაკაურიძემ საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განხილვისას საპარლამენტო უმცირესობის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კონკრეტულად რა ტიპის ხარჯები მცირდება გარდა ადმინისტრაციულისა.

„სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი ნამდვილად შედგა 2013 წელს. ეს იყო საერთაშორისო ტენდერი და კომპანია დონორთან ერთად შეირჩა. ეს არის უკრაინული კომპანია და იქ განვითარებული მოვლენების გამო მას პრობლემები შეექმნა. ის ვერ ასრულებს გრაფიკის მიხედვით სამუშაოებს და ეს არის ნამდვილად ერთ–ერთი მსხვილი პროექტი, რომლის დაფინანსებაც მცირდება. უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, როგორ მოხდება ამ პროექტის განხორციელება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, თანხების დაზოგვა ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცით ხდება. კაკაურიძის განცხადებით, შრომის ანაზღაურება მთლიანობაში დაახლოებით 27 მილიონი ლარით მცირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics