12:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-11 15:59:56, 615 ნახვა

სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაახლოებით 300 მეტრით არის გადმოწეული

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 295- 300 მეტრით არის გადმოწეული, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ განუცხადა.

როგორც ენუქიძემ განმარტა, ე.წ. საზღვარი ძველი ბანერის ადგილიდან, რომელიც ორჭოსანის მიმართულებით იყო დამონტაჟებული, ახალი ავტობანის მიმართულებით არის გადმოწეული. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ახალი ბანერები წითელ უბანშიც დაამონტაჟეს.

„საღამოს საათებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ-დეპარტამენტში შემოვიდა ინფორმაცია იმ ის შესახებ, რომ საუკუპაციო ძალების მიერ ხდებოდა წითელი უბნის და ორჭოსანის მიმართულებით ახალი ბანერების მონტაჟი. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ჯგუფი ადგილზე იქნა გაგზავნილი სხვა დანაყოფებთან ერთად, რის შედეგადაც მოხდა ინფორმაციის შეჯამება. ამ ეტაპისთვის ორჭოსანის მიმართულებით, სადაც ძველი ბანერი იყო დამონტაჟებული, ახალი ავტობანის მიმართულებით 295- 300 მეტრით არის გადმოწეული და დამონტაჯებულია ახალი ბანერი. რაც შეეხება წითელ უბანს, აქაც ახალი ბანერი არის დამონტაჟებული“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ენუქიძემ.

მისივე თქმით, მომხდარის შესახებ შსს-მ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს უკვე აცნობა.

„ჩვენ საქმის კურს ჩავაყენეთ საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ვისთანაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით ხდება მათი მხარდაჭერა. თავისთავად საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნა საქმის კურსში ჩაყენებული“, - აღნიშნა შალვა ენუქიძემ და დასძინა, რომ ოფიციალურ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსასახური მოგვიანებით გააკეთებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics