00:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 09:45:40, 579 ნახვა

სამართალი
შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი მოქალაქე დააკავა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო-საკონტროლო გამშვებ პუნქტში, უკრაინიდან საქართველოში შემოსვლისას, 1977 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკისა და შვედეთის მოქალაქე აისენ ალჰან ფურჰოფი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება ანკარის ინტერპოლის მიერ 25.02.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

„აისენ ალჰან ფურჰოფი დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146/3-ე, 59/1-ე, 31-ე, 33-ე და მე-40 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ძალის გამოყენებით კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობას გულისხმობს.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics