00:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 11:00:52, 612 ნახვა

ეკონომიკა
ესპანელი ბიზნესმენები თბილისში გასტრონომიული სადეგუსტაციო ტურისტული სავაჭრო ცენტრის გახსნით დაინტერესდნენ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ესპანელ ბიზნესმენთა ჯგუფი მიიღო, რომლებიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით არიან ჩამოსულნი.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი, თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა თბილისში გასტრონომიული სადეგუსტაციო ტურისტული სავაჭრო ცენტრის ორგანიზებაზე, რომლის მსგავსიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ტურისტული ბაზრობა მერკადო დე სენ მიგელი უცხოელ ტურისტებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობს.

ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისში ნამდვილად არის მოთხოვნა თანამედროვე, მაგრამ ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებზე დაფუძნებული გასტრონომიული სადეგუსტაციო ტურისტული სავაჭრო ცენტრის მოწყობაზე.

 „ჩვენ მზად ვართ, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, განვახორციელოთ წამახალისებელი ინვესტიცია, რათა კერძო პარტნიორი დავაინტერესოთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ვიზიტისას ესპანელი ინვესტორები თბილისში დაათვალიერებენ რამდენიმე ობიექტს, სადაც შესაძლებელია, ესპანური „მერკადოს“ ტიპის ტურისტული სადეგუსტაციო სავაჭრო ცენტრისგანთავსდეს.

ესპანელი ბიზნესმენები თბილისში ორ დღეს დარჩებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics