2015-06-16 17:35:46, 577 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარი 2.2399 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.2376 ლარადაა შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გაუფასურდა. 1 ევროს ღირებულება ხვალ 2.5232 ლარი იქნება, დღეს კი მისი ღირებულება 2.5101 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0131 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან