2015-06-04 13:04:21, 598 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთიდან ტურისტები და ვიზიტორები გვჭირდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, რუსეთთან ავიამიმოსვლების სიხშირე გაიზარდა.
„რუსეთის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზარდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ საინფორმაციო კამპანია 9 ქვეყანაში ჩავატარეთ, მათ შორის იყო რუსეთიც. ჩვენ ძალიან გვჭირდება ტურისტები და ვიზიტორები რუსეთიდან“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, ავიაკომპანია „აირზენას" გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი აცხადებდა, რომ რუსეთის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდის ფონზე მგზავრთა ნაკადი მაღალი არ არის. „აირზენა“ საქართველოს ხელისუფლებას რუსული მხარის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან