2015-06-02 16:33:49, 570 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ 2.3049 ლარი ეღირება
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარი 2.3049 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.3102 ლარადაა შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გაიფასურდა. 1 ევროს ღირებულება ხვალ 2.5405 ლარი იქნება, დღეს კი მისი ღირებულება 2.5220 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0185ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან