12:38 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 15:46:07, 3292 ნახვა

სპორტი
გაჩეჩილაძე თადუმაძეს: მედიას მიხედეთ! საინფორმაციო სივრცე უნდა იყოს დაბალანსებული

„ბატონო შალვა, თქვენთან თხოვნა მაქვს - მედიას მიხედეთ!“, - ასე მიმართა მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მედიაში ძირითადად ადვოკატები ავრცელებენ ინფორმაციას, სახელმწიფოს მხარე კი, არ ჩანს.

„ძირითადად ადვოკატები გამოდიან მედიაში, რომლებსაც ფული აქვთ აღებული იმაში, რომ მკვლელები და დამნაშავეები დაიცვან და პროკურატურა არ ჩანს მედიაში, როგორც სახელმწიფო მხარე. ილუზია ექმნება საზოგადოებას, რომ თითქოს დანაშაულის კატასტროფული ზრდაა. 2010 წელს მაგალითად, ოფიციალური სტატისტიკით განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის 418 ფაქტი დაფიქსირდა, ძარცვის 638, ყაჩაღობა - 398 და არავინ იცოდა, რა ხდებოდა საქართველოში სინამდვილეში, ისე წიხლქვეშ ჰქონდათ ამოდებული მედია“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მან ასევე წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2010 წელს არასრულწლოვნებმა 40 მკვლელობა ჩაიდინეს და არავის გაუგია, ხოლო დღეს ერთი ფაქტის გამო, საგამოძიებო კომისია შეიქმნა.

„2010 წელს 40 მკვლელობა ჩაიდინეს არასრულწლოვნებმა. ეს არავის გაუგია, ჩვენ კიდევ ამ უბედურებისა და ტრაგედიის გამო, საგამოძიებო კომისია შევქმენით, გენერალური პროკურორი გადადგა. ამას მიხედვა უნდა! საინფორმაციო სივრცე უნდა იყოს დაბალანსებული, რომ და პროკურატურის მხარე ჩანდეს ამაში. მარტო ადვოკატებით გაკეთებული ინფორმაცია როგორც შეიძლება“, - მიმართა გაჩეჩილაძემ შალვა თადუმაძეს.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics