12:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 15:10:04, 714 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა ცაიშში სასათბურე მეურნეობა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ცაიშში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო “STIMOR Associate” დაათვალიერა.

ცაიშში ახალი სასათბურე მეურნეობა 5,5 ჰექტარზეა გაშენებული და 8 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში STIMOR Associate-მა 2 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო.

„საწარმო შეიქმნა სახელმწიფო თანადაფინანსებით, ეს არის ქართული ინვესტიცია. სათბურში დღეში 10 ტონა პომიდორი მოჰყავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. ჩვენ მთავარ ამოცანად დავისახეთ ქართული წარმოების განვითარება და უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული პომიდორი ეტაპობრივად უკვე ანაცვლებს იმპორტირებულ დაბალხარისხიან პომიდორს. 3 ეტაპად ვითარდება რესურსი. გეიზერული წყლები და აქ არსებული რესურსი წლების განმავლობაში გამოუყენებელი იყო და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ რესურსით დავინტერესდით. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 2-3 წელიწადში ჩვენ ჩავანაცვლებთ იმპორტირებულ ბოსტნეულს, რაც არის მართლაც ეროვნული საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ინვესტორებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ ისინი არიან გამორჩეულად პატრიოტი ბიზნესმენები, რომლებმაც რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია სამშობლოში განახორციელეს.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს 3 ჰექტარზე უკვე მიღებულია 150 ტონა პომიდვრის მოსავალი, რომელიც გადის როგორც შიდა ბაზარზე, ასევე - ექსპორტზე.

დარჩენილ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. მოქმედ სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია - 45, ხოლო მშენებარე ტერიტორიაზე - 120 ადგილობრივი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics