2018-06-14 20:12:56, 561 ნახვა
რეგიონი
ქუთაისში ხანძრის შედეგად 5-სართულიანი კორპუსის სახურავი დაიწვა
ქუთაისში, ჭავაჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე 12 სახანძრო სამაშველო ჯგუფი (40 მეხანძრე-მაშველი) მუშაობდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ,