01:44 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 16:31:05, 652 ნახვა

რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია უნივერსიტეტებში დასრულდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით რეგიონებში დაწყებული კამპანია დაასრულა.

აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია თელავის, ქუთაისის, სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრეზენტაციებზე, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონებში გამართა ასობით სტუდენტსა და ლექტორ-მასწავლებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდნენ აჭარას, როგორც ოთხივე სეზონზე დასასვენებელ ტურისტულ ადგილს. 

პიარაქტივობის ფარგლებში, უნივერსიტეტების ეზოები აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაოებების ამსახველი ფოტო-ბანერებით გაფორმდა, სადაც სტუდენტებისთვის მხიარული შეჯიბრებები გაიმართა. გამარჯვებულმა სტუდენტებმა ბათუმის სამდღიანი საგზური მოიგეს და ისინი 3 ივნისს, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნას დაესწრებიან. 

„ჩვენი მთავარი მიზანი გაგვეცნო ახალგაზრდებისთვის აჭარა, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული ადგილი მიღწეულია. პიარკამპანიას შეგვიძლია ვუწოდოთ წარმატებული, რადგან მართლაც სულ სხვა კუთხით გაიცნო სტუდენტებმა აჭარა თავისი ეროვნული პარკებით, სამზარეულოთი, სათავგადასავლო თუ ეკოტურისტული მარშრუტებით. სტუნდენტთა ჩართულობა და დაინტერესება იყო ძალიან დიდი, რაც გვახარებს. ბევრი მათგანი მხოლოდ აჭარის საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს იცნობდა და ნაკლებ ინფორმაციას ფლობდა, რომ აჭარაში შესაძლებელია მთაში იმოგზაურო, დალაშქრო ულამაზესი ეროვნული პარკები, გასინჯო ადგილობრივი კერძები და ისრიალო კურორტ გოდერძიზე. ჩვენ პროექტი წელს დავიწყეთ და ვგეგმავთ ის არა მხოლოდ საქართველოს შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გავაგრძელოთ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics