|
2018-05-02 17:37:39, 673 ნახვა
რეგიონი
შუახევში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა ჩატარდა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები. დღეს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადას შუახევმა უმასპინძლა. კულტურის ცენტრის დარბაზში ფოლკლორულ- ქორეოგრაფიული ნომრებით მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლის გუნდები წარსდგნენ. მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულები მონაწილეობას ოლიმპიადის მეორე ეტაპზე მიიღებენ, რომელიც ჩატარდება 5 მაისს ქედის კულტურის ცენტრში, ხოლო ოლიმპიადის მესამე ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 8 მაისს სსიპ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. ოლიმპიადა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერითა ჩატარდა. აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)