|
2018-05-02 10:26:44, 652 ნახვა
რეგიონი
პირველად საქართველოში - „მაგთიკომი“ ახალ ტექნოლოგიას ნერგავს
VoLTE (Voice over Long Term Evolution) ტექნოლოგიაა, რომლის საშუალებითაც 4G/4.5G-LTE ქსელში შესაძლებელია განხორციელდეს მაღალი გარჩევადობის სატელეფონო ხმოვანი ზარი. მას ასევე „HD Voice“-ის სახელით მოიხსენიებენ და ხმის ხარისხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გულისხმობს. VoLTE ტექნოლოგიას არაერთი უპირატესობა აქვს: ხმის ხარისხი განსაკუთრებული სისუფთავითა და სმენადობით ხასიათდება; დაკავშირების დრო საგრძნობლად შემცირებულია, დარეკვა ხდება მომენტალურად, 1-2 წამში; საუბრის პარალელურად, შესაძლებელია 4G/4.5G-LTE ქსელის მობილური ინტერნეტით სარგებლობა. მომხმარებელი ამ სერვისით სარგებლობისას არ გახარჯავს ინტერნეტს (მეგაბაიტებს), ეს ცალკე ხმოვანი სერვისია, რომელიც არ უკავშირდება ინტერნეტის მოხმარებას. მაგთიკომის ქსელი სრულად აკმაყოფილებს VoLTE-ის სტანდარტებს. შესაბამისად, კომპანიას შეუძლია უზრუნველყოს VoLTE-ის სერვისი ყველა მწარმოებლის თანამედროვე სმარტფონებისთვის, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მწარმოებელმა ეს ფუნქცია გაააქტიუროს კონკრეტულად საქართველოს რეგიონისათვის. დღეისათვის მაგთის ქსელში ჩართული სამსუნგისა და ჰუავეის რიგი მოდელების საშუალებით მომხმარებლები ისარგებლებენ ახალი ტექნოლოგიით, ახალი მოდელები კი პერიოდულად დაემატება ამ ჩამონათვალს. მაგთიკომი პირველი და ერთადერთია საქართველოში, ვინც VoLTE ტექნოლოგია დანერგა და, შესაბამისად, მხოლოდ მაგთიკომის აბონენტები ისარგებლებენ სერვისით. „VoLTE ტექნოლოგია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სერვისის ხარისხის სრულყოფისა და მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდის მიმართულებით. მაგთიკომი, ტრადიციულად, ფეხდაფეხ მიჰყვება მსოფლიოს ტექნოლოგიურ სიახლეებს და ხშირ შემთხვევაში საქართველოში პირველი ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებს“, - აცხადებენ კომპანიაში.
(R)
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)