|
2018-04-28 18:07:20, 683 ნახვა
რეგიონი
17:00 საათის მდგომარეობით, ვანსა და ხონში ამომრჩეველთა აქტივობამ 48.8% შეადგინა
17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 60-ვე საარჩევნო უბანზე შეადგინა 48.8% (23 485 ამომრჩეველი). ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. საერთო ჯამში 60-ვე საარჩევნო უბანზე 408 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული. „საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს", - განაცხადა მიქელაძემ. მანკიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალქეებს, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას ხელი შეუწყონ და მათ შეახსენა, რომ კენჭისყრის დასრულებამდე საარჩევნო უბნებზე აგიტაცია აკრძალულია. ცნობისთვის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ: "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - გიგი უგულავა; "საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი; "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - გივი ჭიჭინაძე; "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" - ზურაბ ქართველიშვილი; "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - მამუკა ტუსკაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)