16:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 17:08:11, 854 ნახვა

რეგიონი
დედოფლისწყაროს საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები და მეთოდისტები გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით გადამზადნენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა  ტრენინგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის გამართა.

ტრენინგის მიზანია სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს  ბიომრავალფეროვნების, წყლისა და ენერგიის დაზოგვისა და ნარჩენების მართვის საკითხებს.

ტრენინგის მონაწილე აღმზრდელებსა და მეთოდისტებს დაურიგდათ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში, ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო აღმზრდელთათვის - ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და გადაეცათ სერტიფიკატები. 

ასევე სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უკვე გადამზადდა ქ. თბილისისა და კახეთის რეგიონის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის 400-ზე მეტი  მეთოდისტი და აღმზრდელი   .

აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები მთელ საქართველოს მოიცავს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics