02:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 16:52:18, 528 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე პოლონურ-ქართულ ბიზნეს ფორუმს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო „ჰილტონში" პოლონურ-ქართულ ბიზნეს ფორუმს „ბათუმი-ვროცლავი" დაესწრო. ფორუმს აჭარაში ვიზიტით მყოფი ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციის წევრები, სილეზიის ვიცე-მარშალი ივონა კრავჩუკი და პოლონური კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ფორუმის მონაწილეები სპეციალური პრეზენტაციებით აჭარისა და ქვემო სილეზიის საინვესტიციო, ტურისტულ და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პოტენციალსაც გაეცნენ.

შეხვედრის ფარგლებში ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები (B2B) გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ბიზნეს ფორუმს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი, აჭარასა და ქვემო სილეზიაში მოქმედი კომპანიების (ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში) 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ზურაბ პატარაძე მიესალმა ფორუმის მონაწილეებს, ხაზი გაუსვა მსგავსი ფორმატის შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობას: " დღევანდელი ფორუმი არის საუკეთესო შესაძლებლობა დამყარდეს პირდაპირი კონტაქტი პოლონელ და ქართველ ბიზნესმენებს შორის, დაიგეგმოს და განხორციელდეს ერთობლივი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას, ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის ურთიერთობების გაღრმავებას" - აცხადებს ზურაბ პატარაძე.

ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაცია აჭარას 5 აპრილს დატოვებს.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics