14:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 11:18:23, 703 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთმა მორიგი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთმა მორიგი სამხედრო წვრთნები დაიწყო, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 300 ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, დისლოცირებულ პოლიგონზე მიმდინარე წვრთნებში არტილერია, საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და უპილოტო საფრენი აპარატებიც მონაწილეობენ. 

ოკუპირებული რეგიონის სამხედრო დანაყოფის პრესსამსახურის ვადიმ ასტაფიევის თქმით, წვრთნების მიზანი მთიან ზონაში საბრძოლო ტაქტიკის გაუმჯობესება და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics