05:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 11:14:58, 1087 ნახვა

რეგიონი
ბათუმში „სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის“ საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

13–15 აპრილს საგამოფენო კომპანია ,,GEONET EXPO’’ ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში’’ ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ მეორე საერთაშორისო გამოფენას „EXPOMED BATUMI 2018” ჩაატარებს.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაცია იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოები, სამედიცინო სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები.

საერთაშორისო გამოფენა ,, EXPOMED BATUMI 2018 ’’ ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას. მოწვეული იქნება სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. გამოფენის მსვლელობისას ჩატარდება პრეზენტაციები, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წარდგენა, მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები.

,,EXPOMED BATUMI 2018 ’’ თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა/რ მთავრობა, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალურუ დაცვის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, მედია მხარდამჭერი - აჭარის ტელევიზია , „ტვ -25“ და გაზეთი „აჭარა“.

#EXPOMEDBATUMI2018

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

http://www.expobatumi.ge/

https://www.facebook.com/expobatumi/

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics