2018-03-10 14:09:49, 1043 ნახვა
რეგიონი
გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა, რის შედეგადაც ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები და ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგა.
დეპარტამენტის ცნობით, ამავე გზის, მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
ავტორი: ,