21:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 13:54:12, 1043 ნახვა

სამხედრო
პიტერ ჰულტქვისტი: შვედეთი 2019 წელს „ნატო-საქართველოს სწავლებაში“ ჩაერთვება

შვედეთის სამეფო 2019 წელს „ნატო-საქართველოს სწავლებაში“ ჩაერთვება, - ამის შესახებ შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰულტქვისტმა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგას დაუდასტურა.

პიტერ ჰულტქვისტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრების ხელმძღვანელობით დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკის ინტენსიფიკაციასა და  ტოტალური თავდაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა.

შვედმა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, ბოლო დროს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა და ქართველი ხალხს მიუსამძიმრა.  

ურთიერთთანამშრომლობის ფორმატის განხილვისას ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში შვედი ექსპერტის ჩართულობა, რომელიც ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის საკითხსაც დაუთმეს. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას და ინტენსიურ დისკუსიებს. ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში და ქართულ მხარეს ტოტალური თავდაცვის კუთხით თავდაცვის რეფორმირების პროცესში მათი გამოცდილება  მაქსილამურად გაეთვალისწინებინა. 

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და „შვედეთის თავდაცვის პოლიტიკისა და ევროპულ უსაფრთხოებაში არსებული გამოწვევების“ შესახებ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ლექციას წაუკითხავს. პიტერ ჰულტქვისტი ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრასაც გეგმავს.  

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics