01:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 20:05:37, 980 ნახვა

რეგიონი
ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ბათუმში კიდევ ერთხელ გაიხსენეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ.

სახალხო დიპლომატიის გზით მომუშავე პროგრამა „ქართულ-აფხაზური საგა" უკვე 10 წელია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ჩართულობით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. 

ზურაბ პატარაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს მთავრობისა და რეგიონული მთავრობის მხარდაჭერით ქართულ -აფხაზურ ურთიერთობებში წინგადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. რეგიონის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა აჭარაში აფხაზური ენის სწავლების შემოღებას. მისი თქმით, აფხაზური ენის სწავლება უკვე ორ ადგილობრივ სკოლაშია შესაძლებელი, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი შემუშავდა აფხაზური ენის სწავლების პროგრამა და აფხაზური ენა ჩასმულია არჩევით საგნებში. 

„აჭარის რეგიონში მცხოვრები აფხაზები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მშვიდობით იცხოვრო და იყო წარმატებული საქართველოში. დარღვეული ურთიერთობების აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების საქმეში, მათ შორის ჩვენს რეგიონში მცხოვრები აფხაზების როლი არის უმნიშვნელოვანესი" -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. 

უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია კლუბ ,,ბათუმის" და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. 

ღონისძიებას აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის, საქართველოს საპატრიარქოსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics