13:13 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 12:40:57, 582 ნახვა

რეგიონი
ბორჯომში სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ბორჯომში, საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ამასთან, ქალაქის სხვადასხვა ადგილას ათობით სატვირთო ავტომობილი და ავტობუსია, რომლითაც ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ჩაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია სპეციალური დანიშნულების რაზმის ბორჯომში ჩასვლის მიზეზი, თუმცა, ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ისინი იქ მათ დასარბევად იმყოფებიან.

როგორც ცნობილია მერიის წარმომადგენლები დღეს გაფიცვას აპირებენ და მასშტაბურ აქციას აანონსებენ. სამუშაო პროცესი პარალიზებულია. მერიის თანამშრომლების განცხადებით, ისინი მანამ არ გაჩერდებიან, სანამ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბორჯომის საკრებულოს თავჯდომარის გადაყენებაა.

„ჩვენ მხარი დავუჭირეთ,  30-ე საკითხს, რომელიც თანამშრომლების ხელფასს ეხებოდა და დავამტკიცეთ და არც მას არ აწერს ხელს.  აქედან გამომდინარე ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია,  რეალურად ეს არის  ნიკანორ მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“, ზაზა ჩაჩანიძის საბოტაჟი ჩვენი ქალაქის და მოსახლეობის  წინაშე.  იქნება აქციები მოთხოვნით,  რომ ადამიანები რომლენიც არ ასრულებენ კანონს, მოშორდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა  ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კვირკველიამ.

ბორჯომის ტელევიზიის ინფორმაციით, საკრებულოში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სხდომაზე გუშინ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხი არ დამტკიცდა. აღნიშნულს შენობის პიკეტირება და ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ავთანდილ გალდავამ, ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

ფოტო: ბორჯომის ტელევიზია





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics