13:12 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 17:31:31, 856 ნახვა

რეგიონი
ყოლბაია: ტატუაშვილის მკვლელობა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებაა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი ვახტანგ ყოლბაია,  არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას გამოეხმაურა. 

მისი განცხადებით,  ტატუაშვილის მკვლელობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებაა. 

„არჩილ ტატუნაშვილის საზარელი, მუხანათური მკვლელობა შეიძლება განხილულ იყოს, არა მარტო როგორც კრიმინალი, არამედ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება. ასეთი ქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის  შერიგებისა და ნდობის აღდგენის  პროცესს.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს ისევე, როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, დღესაც ყველაფერს აკეთებს დამნაშავის მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად. 
მიზნის მისაღწევად საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მეტი ძალისხმევა, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს და დაუსჯელობის სინდრომის განცდა არ შეიქმნას საზოგადოებაში”, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და  სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics