16:51 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-24 16:54:50, 821 ნახვა

რეგიონი
შუახევში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა

დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის ინტელექტ-კლუბის ინიციატივით ჩატარდა მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად?როდის?”.

ინტელექტუალურ თამაშს მუნიციპალიტეტის მერის ფრიდონ ფუტკარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც გუნდებს თამაშის დაწყების წინ წარმატებები უსურვეს.

ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლის და ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეები. სულ ასპარეზობდა 21 გუნდი.

საკმაოდ საინტერესო ტურნირის შედეგად საპრიზო ადგილი გუნდმა ,,სკოლის დირექტორები“ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდმა და შუბნის ,,ვეტერანებმა“ გადაინაწილეს.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდი "სკოლის დირექტორები“ სიგელებით, წიგნებითა და თასით დაჯილდოვდნენ, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სამახსოვროდ სიგელები და წიგნები გადაეცათ.

შუახევის ინტელექტ-კლუბის მიზანია, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირთა დაინტერესება ინტელექტუალური თამაშებით და მათი ინტელექტუალური დონის ამაღლება, ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალურ თამაშებში ჩართვა და განათლების ამაღლების ხელშეწყობა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
აშშ და ირანი მოლაპარაკებების განახლებასა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics