22:23 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 20:50:19, 3359 ნახვა

სპეციალური ანონსი
8 თებერვლის ანონსი

8 თებერვალს, 10.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, 50-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

8 თებერვალს, 10:00 საათზე  თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ჟ.შარტავას N7

8 თებერვალს, 10:45-ზე თბილისის მერი კახა კალაძე აეროპორტში FIFA-ს მსოფლიო თასს დახვდება. მსოფლიო თასი საქართველოში თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და კოკა-კოლას პარტნიორობით ჩამოდის. შეხვედრის ადგილი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
საკონტაქტო პირი: გვანცა პაპავაძე 591 004 931

8 თებერვალს, 11:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. 
თემა: მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მის.: წერეთლის გამზ. #144, ჯანდაცვის სამინისტრო  საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

8 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართება. თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics