01:29 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 11:58:31, 649 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ქედაში 2018 წლის პროგრამების პრეზენტაციას მართავენ

ამ წუთებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები რუსუდან შავიშვილი და ზურაბ თენიეშვილი შეხვედრას მართავენ პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებთან, თემის სამედიცინო პუნქტის მედდებთან და სოფლის რწმუნებულებთან.

მინისტრის მოადგილეები სამინისტროს 2018 წლის პროგრამების პრეზენტაციას მართავენ.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად ეცნობათ მიმდინარე წლის პროგრამული სიახლეები და ცვლილებები.

შევხედრაზე, ასევე, განიხილება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე წლის პროგრამები. პრეზენტაციას გადამდებ დაავადებათა, ეპიდზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი - ნანა ჯინჭარაძე წარადგენს.

„2018 წელს, სამინისტროს ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით12,159 ლარით გაიზარდა და 15,765,819 ლარს შეადგენს. წელს სამინისტრო 31 პროგრამას ახორციელებს, აქედან 7 ახალი პროგრამაა. ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი 13,805,745 ლარს შეადგენს. სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტია, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics