21:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 14:33:46, 740 ნახვა

რეგიონი
ხაშურში დაჭრილ მოსწავლეებს ოპერაცია ჩაუტარდათ - ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

ხაშურში, დაპირისპირების დროს დაჭრილი ორი მოზარდი მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში აგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად საავადმყოფოში 4 არასრულწლოვანი შეიყვანეს, თუმცა ორ მათგანს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა. ისინი კლინიკიდან მალევე გაწერეს. ამ დროისთვის მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ხაშურის კლინიკის ექიმმა კახა ხელაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა, ერთ-ერთ მოზარდს ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.

"მოყვანილი იქნა ორი ახალგაზრდა, მრავლობითი, ნაკვეთი ჭრილობებით. მათ შორის ერთ-ერთს აღენიშნებოდა მუცლის ღრუს არეში შემავალი ჭრილობა, ორგანოების დაზიანებით. შესაბამისად ის საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პროგნოზი საიმედოა. მეორესაც დასჭირდა მცირე ქირურგიული ჩარევა და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. რაც შეეხება კიდევ ორ ახალგაზრდას ისინი კლინიკად უკვე გაეწერნენ, რადგან მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ და მხოლოდ მეთვალყურეობა სჭირდებოდათ", - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ხაშურში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი მოსწავლე დაჭრეს. ისინი სოფელ გომის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. მომხადრზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics